კოშკადან გატაცებული მამაკაცი ოკუპანტებმა გაათავისუფლეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკადან გატაცებული 44 წლის დავით კუდუხაშვილი ოკუპანტებმა გაათავისუფლეს. ამის შესახებ “კვირას” საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა დავით კუდუხაშვილი 2 დღის წინ საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს.