მაშველებმა თოვლში ჩარჩენილ 2 მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ა/რ საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ქედის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა ქედაში, სოფელ ცხმორისში, ნაკაფის ტყეში თოვლში ჩარჩენილ 2 მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინეს.
ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ნაკაფის ტყეში სატვირთო მანქანით შესული მოქალაქეები დიდთოვლობისგან შექმნილი რთული რელიეფური პირობების გამო ვეღარ ახერხებდნენ გადაადგილებას და დახმარება ესაჭიროებოდათ.
ადგილზე მობილიზებული იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ა/რ საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ქედის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის 7-კაციანი შემადგენლობა. მაშველებმა ნაკაფის ტყიდან 2-ვე მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები