გიორგი მღებრიშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, 7-11 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები. ვიზიტის ფარგლებში გიორგი მღებრიშვილი შეხვედრებს გამართავს ვაშინგტონში აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორთან – ჯეიმს ქოუმისთან და აშშ-ის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება აშშ-სა და საქართველოს სამართალდაცვითი სფეროს აქტუალური საკითხები, ისეთები, როგორიცაა, ტრეფიკინგის, ნარკოდანაშაულის, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. შეხვედრებზე საქართველოს დელეგაციის წევრები ამერიკელ კოლეგებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო დროს განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს და სამომავლო განვითარების გეგმებს გააცნობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები