განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს დუშეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, შს სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოს დუშეთის N2 საჯარო სკოლის უფროსკლასელები ეწვივნენ.
განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი გააცნეს, საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მოზარდები წვევამდელთა პრაქტიკული წვრთნების პროცესს დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებისთვის სამმართველოს ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა მოეწყო. საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის მიზანია მოზარდების სამოქალაქო ცხოვრების ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები