საკრებულოს დეპუტატებმა 13 ივნისის სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ, თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი ახვლედიანმა და დედაქალაქის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი მუსხელიშვილმა 13 ივნისის ტრაგედიის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს.
ღონისძიება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მოეწყო და მასში ახალგაზრდა ფოტოგრაფის ვახო ხეთაგურის სტიქიამდე და სტიქიის შემდგომი მოვლენების ამსახველი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი მუსხელიშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს გამოფენაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა, ახალგაზრდა ხელოვანს კი წარმატებები უსურვა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
ვახო ხეთაგური ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსის ,,ფანart 2013“ – ის რჩეულია.
გამოფენას სახელწოდებით ,,13 ივნისი – უხილავი მდინარე“, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე ვაკისა და საბურთალოს გამგებლები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები