ირაკლი შოთაძე: თუ სააკაშვილს უცხოეთში დააკავებენ, მის მოქალაქეობას მნიშვნელობა არ ექნება

თუ მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში დააკავებენ, მის მოქალაქეობას მნიშვნელობა არ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გადაცემა “პოლიტიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მთავარი პროკურორის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების მსვლელობას არც გააუარესებს და არც გააუმჯობესებს.
“ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებობს ოთხი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე. ოთხივე საქმე სასამართლოშია წარმართული და მიმდინარეობს არსებითი განხილვა. მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა საქმის მსვლელობას არც გააუარესებს და არც გააუმჯობესებს. აგიხსნით ამ შემთხვევაში როგორი პროცედურები არსებობს; შეზღუდვა არის დაწესებული, ვთქვათ მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. ამ შემთხვევაში უკრაინას, როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ კონსტიტუციური გარანტია საკუთარი მოქალაქეებისთვის და არ ახდენენ ამ პირების ექსტრადირებას. მიუხედავად ამისა, ვიდრე მას საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა, საქართველოს პროკურატურამ თავის დროზე მიმართა კოლეგა უკრაინის პროკურატურას და ვთხოვეთ სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში. რაზეც მივიღეთ ოფიციალურად მათგან პასუხი, შესაბამისად, ის სიტუაცია, რაც მოქალაქეობის შეწყვეტამდე არსებობდა, ჩვენთვის გარემოებებს არ ცვლის, თუ მისი დაკავება ბრალდებულის სახით მოხდება უცხოეთში, უკრაინის მოქალაქე არის თუ არ არის, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არის ბრალდებები, რასაც ედავება საქართველოს მხარე და ჩვენც გვაქვს მსგავსი პრაქტიკა, როდესაც საქართველოში აკავებენ უცხოეთის მოქალაქეს და მისი გადაცემა ხდება სხვა ქვეყნისათვის, ვინაიდან დანაშაული აქვს ჩადენილი არა მის ქვეყანაში. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და აქ გასართულებელი არაფერია”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები