ირაკლი შოთაძე საქმეების გამყალბებელ პროკურორებზე: დათხოვნილია 280 პროკურორ-გამომძიებელი

2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ საქართველოს პროკურატურიდან დათხოვნილია 280 პროკურორ-გამომძიებელი, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “პოლიტიკაში” განაცხადა, რომლითაც უპასუხა კითხვას, არიან თუ არა დათხოვნილნი ისეთი გახმაურებული საქმეების გამყალბებელი პროკურორები, როგორიცაა “კორტების საქმე”, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის და სხვა საქმეები.
“თითოეულ ამ სისხლის სამართლის საქმეში, როგორიც არის მაგალითად “კორტების საქმე”, “26 მაისის საქმე”, ვისი პერსონალური ბრალეულობაც გამოიკვეთა, იმ პიროვნებების მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა.
ის პროკურორები, რა საქმეებიც ჩამოვთვალეთ და რომლებიც უშუალოდ ჩართულები იყვნენ ამ საქმეებში, დღესდღეობით პროკურატურაში არ მუშაობენ. არცერთი ოლქის პროკურორი, არცერთი დეპარტამენტის უფროსი, უფრო მაღალი თანამდებობის პირი, ამ თანამდებობებზე აღარ მუშაობენ. ხშირ შემთხვევაში მეც მომისმენია პრეტენზიები, თუმცა პირველი ოქტომბრის შემდეგ საქართველოს პროკურატურიდან დათხოვნილია 280 პროკურორ-გამომძიებელი. სულ 600-მდე თანამშრომელი. ასევე მივიღეთ სადღაც 200-მდე ახალი პროკურორ-გამომძიებელი”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები