“სასამართლოს თვალსაზრისით მოვდივართ იმ მძიმე წარსულიდან, რომელიც სტრასბურგში შეფასებული იყო, როგორც დასაგმობი”

სასამართლოს თვალსაზრისით მოვდივართ იმ მძიმე წარსულიდან, რომელიც სტრასბურგში შეფასებული იყო, როგორც გამაოგნებელი და დასაგმობი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

“ჩვენ სასამართლოს თვალსაზრისით მძიმე წარსულიდან მოვდივართ. წარსულიდან, რომელიც ფაქტობრივად სტრასბურგში შეფასებული იყო, როგორც გამაოგნებელი და დასაგმობი. ასეთი მძიმე შეფასებების ფონზე, უნიშვნელოვანესია ჩვენ პასუხი გავცეთ ამ გამოწვევას, პასუხი გავცეთ პროფესიონალი, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მოსამართლეების შერჩევით“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ღიაობა და ჩართულობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტი ამ პროცესის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები