ბუკიას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო ნივთი შენიშნეს – ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ
თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, ბუკიას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ადგილზე საეჭვო ნივთის არსებობასთან დაკავშირებით 112-ში შეტყობინება შევიდა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.