„ნაცმოძრაობა“ ვერ ახერხებს განქორწინებას იმ ადამიანთან, რომელიც საქართველოს მოქალაქეც კი აღარ არის”

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი უკრაინულ მედიაში მორიგი აუდიოჩანაწერის გავრცელებას ეხმიანება.
მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ახერხებს განქორწინებას იმ ადამიანთან, რომელიც საქართველოს მოქალაქეც კი აღარაა. ,,ძალიან ტრაგიკულია უკვე თუ ტრაგიკომიკური, აღარ ვიცი, რა ვთქვა. პარტია, რომელიც ათი წელი ხელისუფლებაში იყო და ქვეყანას მართავდა, ვერ ახერხებს განქორწინებას იმ ადამიანთან, რომელიც მოქალაქეც კი აღარ არის იმ ქვეყნის. ეს არის ყველაზე ტრაგიკომიკური. ამის იქით უკვე აღარაფერი აღარ არის საინტერესო, რადგან მე ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია. ადამიანი სატელეფონო საუბრებში კი არა, უკრაინულ ტელეეკრანებზე ამბობს, რომ მისი ყველაზე საამაყო სამსახური არის ის, რაც დღეს აქვს. ეს კაცი თავის თავს ერთი კონკრეტული სახელმწიფოს მიერ არჩეულ პრეზიდეტს ეძახდა“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
უკრაინული საიტი „უკრაინსკაია რევოლუცია“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის და მისი ძმის, ლადო გაბაშვილის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს. აუდიოჩანაწერში საუბარია პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე. გოკა გაბაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრებს არაკორექტულად მოიხსენიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები