შს მინისტრი ვიდეომიმართვას ავრცელებს (ვიდეო)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს მთავრობის წევრებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში იწვევს.
შს მინისტრი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც მოქალაქეებს საკუთარი შვილებისა და მომავალი თაობის უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს.
„ჩვენი მომავლისთვის, შვილებისთვის, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას იწყებს, რომელიც ვერ იქნება შედეგზე ორიენტირებული და ნაყოფიერი, თუ მას თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა არ ექნა“, – აცხადებს შს მინისტრი ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ საგზაო უსაფრთხოების მოძრაობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მთავრობამ გუშინ დაამტკიცა. პროგრამის მთავარი ნაწილი ფართომასშტაბიან კამპანიას გულიხსხმობს, რომელიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული.