თვალჭრელიძე სააკაშვილზე: ასეთ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს

ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხს შეეხო. თვალჭრელიძის განცხადებით, სააკაშვილისთვის სიტყვები პატრიოტიზმი, მოქალაქეობა, განყენებული ცნებებია და ასეთ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.
„პირველი, რაც მოეთხოვება საქართველოს მოქალაქეს, ესაა ქვეყნის პატრიოტიზმი და საქართველოს კანონების პატივისცემა. როდესაც ადამიანი სხვა ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში იწყებს მუშაობას და პრეტენზია აქვს მეორე ქვეყნის პრემიერ-მინისტრობაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ მას უნდა დირექტორობა და აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის იქნება. მას უბრალოდ მმართველობა უნდა, მისთვის ისეთი სიტყვები, როგორიც არის: „პატრიოტიზმი“, „მოქალაქეობა“ აბსოლუტურად განყენებული ცნებებია, რომელიც ყველას უნდა მიესადაგოს, გარდა საკუთარი თავისა. ამიტომ ვთვლი, რომ ასეთ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს“,- განაცხადა სანდრო თვალჭრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები