მოსამართლემ ოქროპირიძეს სიცრუის დეტექტორის გამოყენებაზე უარი უთხრა

საქალაქო სასამართლოში ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ოქროპირიძის პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდებულის შუამდგომლობა, სასამართლოში მოწმეთა დაკითხვისთვის სიცრუის დეტექტორის გამოყენების თაობაზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ეკა არეშიძემ განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კრძალავს სიცრუის დეტექტორის გამოყენებას სასამართლო პროცესზე.
“სასამართლო სიცრუის დეტექტორზე მეტად ენდობა იმ ნაფიც მსაჯულებს, რომლებიც გულდასმით შეირჩნენ და, შესაბამისად, ნაფიცი მსაჯულებისა და სასამართლოს მიერ მოწმის ჩვენების მოსმენა და მისი სანდოობის დადგენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ აპარატის გამოყენებით ჩვენების მოსმენა”, – განაცხადა მოსამართლემ.
ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ სასამართლოს შესთავაზა, რომ სიცრუის დეტექტორი აქვს მის მეგობარს და სასამართლოში აღნიშნული მოწყობილობით მომხდარიყო როგორც მისი, ასევე მოწმეების დაკითხვა მეტი დამაჯერებლობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები