გიორგი კვირიკაშვილი მონტენეგროსა და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონტენეგროსა და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
გიორგი კვირიკაშვილმა იგორ ლუშიცს მონტენეგროსთან დაკავშირებით ნატოს გადაწყვეტილება მოულოცა და მას მადლობა გადაუხადა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.
ასევე მინისტრებმა საქართველოსა და მონტენეგროს შემდგომ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
შეთანხმდნენ, რომ გააქტიურდეს მუშაობა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, თანამშრომლობის მნიშვნელოვან სფეროდ განიხილება ასევე ტურიზმი და ხალხთაშორისი ურთიერთობები.
სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მინისტრებმა დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობა.
აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის არსებობს დიდი პოტენციალი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის. კარლ ელუავიცმა გამოთქვა სურვილი, საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად ეწვიოს.