„ვფიქრობ, მარჯვენასაჭიან მანქანებს საჭის გადატანა და „ტაქსაობა“ უნდა აეკრძალოთ“

თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა შალვა ოგბაიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შემუშავებული ცვლილებების პაკეტზე ისაუბრა. ოგბაიძის განცხადებით, ცვლილებებს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, თუმცა მასში გაწერილი სიახლეები, საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რიცხვს შეამცირებს.
პაკეტი ევროპული საჯარიმო ქულების დარიცხვის წესს შეეხება. ოგბაიძის განცხადებით, მსგავსი საჯარიმო ქულების დარიცხვის წესები ევროპის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.
„ დღეს მოქმედი წესის მიხედვით გამოდის, რომ თუ ადამიანს ფული აქვს, რამდენჯერაც დააჯარიმებენ, ის გადაიხდის ამ ჯარიმას და ფაქტობრივად ეს ადამიანი დარღვევით სიარულის ინდულგენციას ყიდულობს. საზღვარგარეთ კი შეხვედრ ზოლზე გადასვლისას, წითელზე გავლისას, სიჩქარის ლიმიტის დარღვევისას….ჯარიმასთან ერთად ქულების გარკვეული რაოდენობა აკლდება და ქულების განულებისას მას მართვის მოწმობის უფლება უჩერდება“,- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
ცვლილებების პაკეტში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მარჯვენასაჭიან მანქანებთან დაკავშირებული საკითხები, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი ნებადართული იქნება, მაგრამ მათი რეგისტრაცია აიკრძალება.
„ეს ნიშნავს იმას, რომ შეგეძლებათ, შემოიყვანოთ მარჯვენასაჭიანი მანქანა, მაგრამ მას ვერ მიანიჭებთ სახელმწიფოს ნომრებს. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ საკოლექციოდ, სპორტული დანიშნულებისთვის, მარაგის ნაწილებად, მაგრამ შემოთავაზებული ვარიანტის მიხედვით მათი რეგისტირება აღარ მოხდება“,- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
ოგბაიძე ხელისუფლებას მარჯვენასაჭიან მანქანებთან მიმართებაში წინადადებას სთავაზობს. შეთავაზება იმპორტის დაშვებას, თუმცა ამ საკითხის რეგულირებას სთავაზობს.
„ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი უნდა გაგრძელდეს, თუმცა ორკარიანი მარჯვვენასაჭიანი ავტომობილით „ტაქსაობა“ უნდა აიკრძალოს. უნდა აიკრძალოს საჭის მარცხენა მხარეს გადატანა. არაკვალიფიციურად გადატანილი საჭეების მანქანების ავარიის შემთხვევაში ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა? ეს ავტომობილები მათმა მყიდველებმა ისეთი უნდა აიტანონ, როგორიც არის. კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ მათ უნდა მოაწესრიგონ ფარები. ასეთი ავტომობილები ჩვენთან შემხვედრ ნაკადს აბრმავებენ. ეს ღონისძიებები მიმზიდველობას დაუკარგავს ამ ავტომობილებს“,- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები