„კარწახში“ მანქანაში დამალული დიდი რაოდენობით არადეკლარირებული “ვინსტონი” აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,კარწახში“, 14 994 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი WINSTON-ი აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონელი საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ავტობუსში, სათადარიგო საბურავის ადგილას, ძრავთან არსებულ სათავსოსა და ავზთან არსებულ ცარიელ სივრცეში იყო დამალული.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები