“ქვეყნის სუფთა ენერგიით უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება”

საქართველოს პრემიერ – მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის სუფთა ენერგიით უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება.
აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრემიერმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ გვაქვს ქარის, მზის, ბიომასისა და გეოთერმული წყლების ენერგიის პოტენციალიც, რაც საშუალებას იძლევა, რომ შეიქმნას დამატებითი სიმძლავრეები ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების საშუალებით.
“მინდა შევეხო კლიმატის ცვლილებების პრობლემის გადაჭრას – ქვეყნის სუფთა ენერგიით უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება. საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით. ჩვენ გვაქვს ქარის, მზის, ბიომასისა და გეოთერმული წყლების ენერგიის პოტენციალიც, რაც საშუალებას იძლევა, რომ შეიქმნას დამატებითი სიმძლავრეები ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების საშუალებით. ჩვენ ვმუშაობთ საინვესტიციო გარემოს გასაჯანსაღებლად, რაც გულისხმობს სტაბილური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული სამართლებრივი ბაზის შექმნას”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები