„პოზიციის“ წარმომადგენლები „ჩემი სახლის“ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ესტუმრნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ წარმომადგენლები საქველმოქმედო ფონდ „ჩემი სახლის“ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.
როგორც “კვირას” ორგანიზაციიდან აცნობეს, “პოზიციის” ხელმძღვანელმა, გურამ ადამაშვილმა პატარებს წიგნები გადასცა, მოისმინა მათი პრობლემები და დაათვალიერა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საცხოვრებელი პირობები. საქველმოქმედო ფონდ „ჩემი სახლის“ ხელმძღვანელმა “პოზიციის” წარმომადგენლებს ბავშვების კვების პრობლემებზე უამბო და აღნიშნა, რომ პატარები მნიშვნელოვან დღესასწაულებს საკუთარ ოჯახებში უნდა შეხვდნენ, თუმცა ამისთვის მათ სათანადო პირობები არ აქვთ. მანვე, “პოზიციის” ხელმძღვანელს სთხოვა შუამდგომლობა კომპანიებთან, რომელთაც შეეძლებათ ათი მზრუნველობამოკლებული ბავშვის რამდენიმე დღით საკვებით უზრუნველყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები