დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა 16:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩატარდება. უშიშროების საბჭოს 23 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, განიხილება ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლენილი საფრთხეების საპასუხო ქმედებები და თავდაცვის ორგანიზების სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები.
ცნობისთვის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან: პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეროვნული უშიშროების საბჭოს ხვალინდელ სხდომას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დაესწრება. მათივე ცნობით, სხდომაში მონაწილეობას მიიღებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები