ვახტანგ ხმალაძე: რისკის ფაქტორი მარჯვენასაჭიანი მანქანების მოძრაობის შემთხვევაში უფრო მაღალია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შს სამინისტროს მიერ ინიცირებულ რეგულაციებს გამოეხმაურა.
როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მარჯვენასაჭიანი მანქანით მოძრაობისას რისკის ფაქტორი შედარებით მაღალია.
“რისკის ფაქტორი მარჯვენასაჭიანი მანქანების მოძრაობის შემთხვევაში, არის უფრო მაღალი. შესაბამისად, ამ რისკის შემცირების მიზნით, ვფიქრობ, რომ ასეთი შეზღუდვა გონივრული იქნება”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები