სონერ გოგუა – თურქეთსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა აფხაზეთზე უარყოფითად იმოქმედებს

ის, რაც დღეს რუსეთსა და თურქეთს შორის ხდება, აფხაზეთს პირდაპირ შეეხება. ამის თაობაზე ფონდ „აფსნის“ ხელმძღვანელმა სონერ გოგუამ გამოცემა „ნუჟნაია გაზეტას“ განუცხადა.
„ეს წლები ჩვენ ვსაუბრობდით, რომ რუსეთი ჩვენი სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორია, კარგი მეზობელი, რომელიც ჩვენ მხარს გვიჭერდა. თურქეთი კი ჩვენი მეორე ეკონომიკური პარტნიორია. ვალადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ ბარძანებულებას აფხაზეთისთვის ეკონომიკური შედეგები ექნება. ჩვენ ვმუშაობთ თურქეთთან და ჩვენს შორის სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონ დოლარს შეადგენს. ინვიესტიციებით კი თურქეთი რუსეთს უსწრებს“, – აცხადებს გოგუა.
მისი თქმით, რუსეთსა და თურქეთს შორის სავიზო რეჟიმი, რომლის შემოღებასაც მოსკოვი 1 იანვრიდან გეგმავს, აფხაზეთზე და თურქი ინვესტორების საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს, ვინაიდან ყველა ინვესტიცია, ყველა ტვირთი აფხაზეთში რუსეთის გავლით შედის.
„ამ ეტაპზე თურქეთში მყოფ აფხაზ სტუდენტებს პრობლემები არ შექმნიათ. საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში ჩვენ რუსეთს მხარს ვუჭერთ. მე მაინც იმედს გამოვთქვამ, რომ მხარები სადავო საკითხებს მოაგვარებენ“, – განაცხადა გოგუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები