ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსმა სამხედროებმა საველე წვრთნები დაიწყეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით საველე წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იტყობინება.
„მოტომსროლელთა, სატანკო და საარტილერიო ქვედანაყოფები შეტევის და თავდაცვითი მოქმედებების უახლეს მეთოდებს ეუფლებიან უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით“, – განაცხადეს რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურში.
ამ ინფორმაციის მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატები აქტიურად გამოიყენება დაზვერვის, საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისა და მიზნების განადგურების შესაფასებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები