შვეიცარიაში ფიფას მაღალჩინოსნების დაკავების ახალი ეტაპი დაიწყო

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის აღმასკომის პარალელურად, რომელიც ციურიხში მიმდინარეობს, შვეიცარიის პოლიციამ ამ ორგანიზაციის რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა. ამის შესახებ „ნიუ- იორკ თაიმსი“ იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, დაკავებები მიმდინარე წლის მაისში, აშშ-ის ხელისუფლების ინიციატივით დაიწყო. ფიფას მაღალჩინოსნები მაშინ კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ახლა, სავარაუდოდ, საუბარია 10 პირის დაკავებაზე, რომელთა უმეტესობა სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის წარმომადგენელია. დაკავებები ფიფას პრეზიდენტის არჩევნებამდე 2 თვით ადრე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები