დავით სერგეენკო: უშიშროების საბჭოს სხდომას, კონკრეტულ შემთხვევაში, საჭირო მინისტრი დაესწრება
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ხვალინდელ უშიშროების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ საჭირო იქნება სხდომაზე მინისტრების დასწრება, ისინი აუცილებლად დაესწრებიან.
“უშიშროების საბჭოს მკაფიოდ გაწერილი რეგლამენტი და პროტოკოლი აქვს. მისი შეკრება ხდება ამ პროტოკოლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც საჭირო არის არა წევრი, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო მინისტრის დასწრება, მინისტრი ყოველთვის ესწრება ხოლმე”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა 4 დეკემბრისთვის უსაფრთხოების ახალ გამოწვევებზე სამსჯელოდ მოიწვია.