ჯაბა ჯიშკარიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი საკუთარ სამაჟორიტარო ბიუროში მოსახლეობას შეხვდა და რაიონის პრობლემებს ბიუროს თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.
დეპუტატის თქმით, ბიუროში შესული განცხადებები, ძირითადად, სოციალური თემატიკისაა და ინფრასტრუქტურულ, საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას გულისხმობს.
,,მოგეხსენებათ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, აღნიშნული პრობლემები მეტი სიმწვავით იჩენს თავს და მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებს ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები უნდა შევუქმნათ’’,-განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
საკრებულოს ინფორმაციით, მაჟორიტარი წევრი რაიონის მოსახლეობას არსებულ პრობლემებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობის საფუძველზე უგვარებს. ჯაბა ჯიშკარიანი მოქალაქეებს ყოველ ოთხშაბათს ბიუროს თანამშრომლებთან ერთად ხვდება.