დაბა წყნეთში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში, დაბა წყნეთში, კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დავით ნარმანიას განკარგულების შესაბამისად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაევალა, მერიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება უზრუნველყოს; კერძოდ, კონკურსი/ტენდერის გამოცხადება სამშენებლო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის თაობაზე, ასევე, ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე.
აღნიშნული ღონისძიებები დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, „სკოლამდელი განათლების სისტემის მართვისა და განვითარების“ პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან. დაბა წყნეთში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი მომსახურების გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე აშენდება.