ქუცნაშვილი „ნაციონალებს“: დაესწარით სასამართლოს, არ გაინტერესებთ, თქვენი ლიდერი არის თუ არა დამნაშავე?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დღეს, 16:00 საათზე საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესზე მისვლისკენ მოუწოდა.
როგორც ქუცნაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე დაიკითხებიან ის მოწმეები, რომლებიც ჩვენებას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იძლევიან.
„მე ვაპირებ, რომ დავესწრო ამ პროცესს. მაინტერესებს გირგვლიანის მკვლელების შეწყალებისას რა მოტივებით და კანონიერი საფუძვლებით მოქმედებდა ექსპრეზიდენტი, როცა ისინი ციხიდან გამოუშვა. მე მინდა ვკითხო „ნაციონალებს“, არ გაინტერესებთ თქვენი პრეზიდენტი, თქვენი ლიდერი არის თუ არა დამნაშავე? მოდით და დაესწარით სასამართლო პროცესს. არ გაინტერესებთ, გადაამეტა თუ არა უფლებამოსილებას გირგვლიანის მკვლელების შეწყალებისას?“ – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები