“ნატო საქართველოსთან მიმართებაში ახალ ვალდებულებებს აიღებს”
ნატო საქართველოსთან მიმართებაში ახალ ვალდებულებებს აიღებს, – ასე უპასუხა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას, გააჩნია თუ არა საქართველოს ყველა ინსტურმენტი ნატოში გასაწევრიანებლად და იქნება თუ არა ეს ასახული კომუნიკეში, რომელსაც ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს მიიღებენ.ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს ახორციელებს.
“საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს ახორციელებს. მე ვიმყოფებოდი ქვეყანაში, მონაწილეობა მივიღე მომზადებისა და შეფასების ცენტრის გახსნაში. საქართველოსთან ერთად ერთობლივად ვმუშაობთ რიგ სფეროში. გარდა ამისა, ჩვენ ვაფართოვებთ პოლიტიკურ დიალოგს. ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მუშაობას. ჩვენ გამოვაქვენებთ კომუნიკეს, ავიღებთ ახალ ვალდებულებებს და გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მისწრაფებებისადმი”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მისივე თქმით, ნატო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს. “როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებებს ალიანსში გაწევრიანებისკენ, როგორც ეს აქამდე იყო. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ნატოს კარები კვლავ ღია რჩება. ჩვენ ეს დავადასტურეთ მონტენეგროს მიწვევით”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.