თეა წულუკიანი: ადეიშვილიც რომ გაცოცხლდეს, ისიც ვერ დაუდგება მართლმსაჯულების რეფორმას წინ

“ჩემთვის ლევან მურუსიძის კანდიდატურის შესახებ და ის, რომ მას სურს, გახდეს მუდმივი მოსამართლე, ცნობილი არ არის“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს „ადვოკატთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ზაზა ხატიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, თუკი ეს ასეა, ამ თემაზე კიდევ უფრო გამჭვირვალედ უნდა იმსჯელოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის დამოუკიდებელი ორგანო, მას ხელმძღვანელობს ნინო გვენეტაძე და იცის, რომ ის ნებისმიერ კითხვას კომპეტენტურ პასუხს გასცემს.
“ადეიშვილიც რომ გაცოცხლდეს, ისიც ვერ დაუდგება მართლმსაჯულების რეფორმას წინ. ეს პროცესი დაწყებულია. პოლიტიკური ნება არის მყარი, რომ მივიდეს ბოლომდე, რეფორმა არის რამდენიმეეტაპიანი და მას წინ ვერაფერი და ვერავინ დაუდგება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები