იან კელი: საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რაც საჭიროა ნატოს წევრობისთვის

„ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებას“,-ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
აღნიშნული განცხადება იან კელიმ იმ დოკუმენტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კომენტირებისას გააკეთა, რომელიც ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა დღეს უნდა მიიღონ.
“ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკას და ვთვლით, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რაც საჭიროა ნატოს წევრობისთვის”, – განაცხადა იან კელიმ.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს. ასევე უნდა გაგრძელდეს ნატოსთან თანამშრომლობა, რასაც, მისი თქმით, საქართველო დღემდე აკეთებს. “თუ მონტენეგროს მაპს მიანიჭებენ, ეს მხოლოდ გააძლიერებს მოსაზრებას, რომ ნატო ერთგულია თავისი პოლიტიკის, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკა კვლავ ძალაშია, რომ ნატო აგრძელებს „ღია კარის“ პოლიტიკას. საქართველო ამ გზაზე დგას, ხოლო ჩვენ 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით, რომლითაც დადასტურდა, რომ თქვენი ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი”, – აღნიშნა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები