„ალ-ქაიდას“ „ბოევიკებმა“ იემენში ორი ქალაქი დაიკავეს
ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ „ბოევიკებმა“ იემენის სამხრეთ ნაწილში ქალაქი ზინჯიბარი და ჯაარი დაიკავეს. ამის შესახებ საგენტო „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, „ბოევიკები“ ამ დასახლებულ პუნქტებს მოულოდნელად დაესხნენ თავს.
„სახალხო კომიტეტების“ მებრძოლებთან შეტაკების შემდეგ „ბოევიკებმა“ ქალაქების შესასვლელებში ბლოკ-საგუშაგოები დააყენეს და განაცხადეს, რომ ახლა ისინი მათი კონტროლის ქვეშ გადავიდნენ. იემენში ამჟამად შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს, რომელშიც ერთი მხრიდან, ამბოხებული ხუსიტები და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ალი აბდალა სალეხის მიმართ ლოიალურია არმიის ნაწილი, ხოლო მეორე მხრიდან განდევნილი პრეზიდენტის აბდ რაბუ მანსურ ხადის არმიის ნაწილები მონაწილეობენ, რომლებსაც არაბული კოალიციაც ეხმარება.
კოალიცია 2015 წლის მარტიდან ხუსიტების პოზიციებზე ავიაიერიშებს ახორციელებს.