ნიკოლოზ საბაშვილის „საქართველოს ლეგენდა“ ბროდვეის Symphony Space-ის აფიშებზე

ქართველი რეჟისორის ნიკოლოზ საბაშვილის მიუზიკლი „საქართველოს ლეგენდა“ ბროდვეიზე, Symphony Space-ის აფიშებზე უკვე გამოჩნდა. პიესის ავტორი თავად რეჟისორია. მიუზიკლის დრამატურგიასა და ინსცენირებაზე ნიკოლოზ საბაშვილმა მუშაობა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყო. ნიუ-იორკში მსახიობებთან სამუშაო პროცესი კი 2 თვის განმავლობაში გაგრძელდა. სათავგადასავლო მიუზიკლი ამერიკულ ოჯახზეა, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა, ისინი საქართველოში ჩამოდიან და მოგზაურობაც აქედან იწყება.
მიუზიკლის პრემიერა Symphony Space-ში 26 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები