სტამბოლში გუშინ მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა
სტამბოლში, მეტროს სადგურ „ბაირამფაშთან“ მომხდარ აფეთქებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცა. აფეთქება გუშინ საღამოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ამოქმედდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. ბომბი მიწისქვეშა გადასასვლელში იმ მომენტში აფეთქდა, როდესაც მის ქვეშ მატარებელი მიდიოდა. ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამჟამად სტამბოლის მეტროს მუშაობა შეჩერებულია. მიმდინარეობს ფაქტის გამოძიება.