სარატოვში ერთ-ერთი აღსაზრდელის მამამ კარატეს მწვრთნელი მოკლა (ვიდეო)
რუსეთის ქალაქ სარატოვში ერთ-ერთი აღსაზრდელის მამამ სპორტულ დარბაზში კარატეს მწვრთნელი მოკლა. გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი გოგოს მამას ეჭვი გაუჩნდა, რომ მწვრთნელი მის შვილს უსამართლოდ ექცეოდა. ასევე სროლის დროს ორი ადამიანი დაიჭრა. თავდამსხმელი დაკავებულია და მან დანაშაული აღიარა.
როგორც გაირკვა, „სარატოვის მსროლელს“ და მწვრთნელს შორის კონფლიქტი ადრეც მომხდარა. ამოღებულია „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, რომლითაც დანაშაულია ჩადენილი.
https://youtu.be/PYIugxr1t7g