ერდოღანი გადადგება, თუ „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობის შეძენა დადასტურდა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირობა დადო, ის გადადგება, თუ დადასტურდა, რომ თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ ნავთობს ყიდულობს. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იტყობინება.
„თუ ეს დადასტურდა, ჩემი ღირსების ამბავია, რომ თანამდებობა დავტოვო“, – განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს პარიზში, სადაც გაეროს კლიმატურ სამიტს ესწრება.
ერდოღანის თქმით, თურქეთი არ არის უღირსი, რომ ტერორისტებისგან ნავთობი შეიძინოს და თუ ვინმეს აქვს შესაბამისი მტკიცებულება, ის უნდა წარმოადგინოს.
„ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობის შეძენაში თურქეთი რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა დაადანაშაულა. მისი თქმით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სწორედ იმიტომ ჩამოაგდეს რუსული ბომბდამშენი, რომ ნავთობის კონტრაბანდის გზებს საფრთხე არ შექმნოდა.