რუსეთში დედამ ორი შვილი მერვე სართულიდან გადააგდო და თავი მოიკლა

რუსეთის ქალაქ ირკუტსკში დედამ ორი მცირეწლოვანი შვილი მერვე სართულიდან გადააგდო და შემდეგ თავადაც გადახტა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ორი წლის ბიჭი იმავე დღეს საავადმყოფოში, ხოლო უფროსი – ოთხი წლის ბიჭი რეანიმაციაში დღეს გარდაიცვალა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ინფორმაციით, ოჯახში კონფლიქტი არ ყოფილა, ოჯახის წევრები პოლიციაში აღრიცხვაზე არ დაფიქსირებულან. ბავშვების დედა რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოდან გამოეწერა, სადაც უმცროს შვილთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები