ლეონიდ თიბილოვი შვებულებაში გავიდა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი შვებულებაში გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით თიბილოვი ორკვირიან შვებულებაში გავიდა. „სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის არყოფნის პირობებში მის მოვალეობას მთავრობის თავმჯდომარე დომენტი კულუმბეგოვი შეასრულებს“, – განუცხადა „სპუტნიკს“ ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანმა განა იანოვსკაიამ.