სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით სემინარი ჩატარდება

ყვარელში, სასტუმროში “ყვარლის ედემი”, ხვალ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი გაიხსნება.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სემინარს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პაპუნა შენგელაია და საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პრიტ ტურკი გახსნიან. სემინარზე მოწვეულნი არიან მომხსენებლები, როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.
ორდღიანი სემინარის ფარგლებში განიხილავენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს და არსებული თანამშრომლობის მექანიზმებს, კერძოდ: ასოცირების შესახებ შეთანხმება და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტი, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი, რეფორმები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სფეროში, აღმოსავლეთ პარტნიორობა, რეალობა და მითები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე, სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა მოსახლეობის ინფორმირების კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები