გიორგი კვერენჩხილაძე პარლამენტს მოწმეთა დაკითხვის წესზე მომზადებული კანონპროექტის განხილვის ვადების დაცვისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე პარლამენტს მოწმეთა დაკითხვის წესზე მომზადებული კანონპროექტის განხილვის კონსტიტუციური ვადების დაცვისკენ მოუწოდებს.
როგორც ბიუროს სხდომაზე კვერენჩხილაძემ აღნიშნა, პარლამენტში ინიცირებულია მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელია.
„მიგვაჩნია, რომ ამ კანონპროექტის განხილვა და მიღება იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციით დადგენილი ვადების და პროცედურების სრულყოფილად გამოყენების საშუალება მიეცეს“, – აცხადებს კვერენჩხილაძე.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის გარკვეულ დანაშაულებზე მოწმეთა დაკითხვის ძველი წესი ნარჩუნდება, რომელიც ჩვენების მისაცემად მოწმის საგამოძიებო ორგანოში დაბარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები