ძველი და ახალი შუამთის რეაბილიტაცია დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით კახეთში, კერძოდ, ძველ შუამთაში, ახალ შუამთასა და იყალთოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ახორციელებს.
როგორც “კვირას” განვითარების ფონდიდან აცნობეს, აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 1 მლნ. 637 ათასი ლარია. პროექტის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა.