საბურთალოს გამგეობა სოციალურად დაუცველ 173 ოჯახს შეშით დაეხმარება

საბურთალოს რაიონში მცხოვრები 173 სოციალურად დაუცველი ოჯახი ზამთრის პერიოდში, დახმარების სახით, შეშას მიიღებს. სათბობი შეშის დარიგება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და 32 ოჯახს დახმარება უკვე გადაეცა. პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე გაიოზ ვასაძე ესწრებოდა. შეშის დარიგება სამი საუბნო ტერიტორიული მართვის ერთეულის მიხედვით თანამიმდევრულად განხორციელდება. სათბობი შეშის შესაძენად საბურთალოს რაიონის გამგეობამ ტენდერი გამოაცხადა.
პროექტისთვის 52 000 ლარია გათვალისწინებული. ამასთან, ზამთრის პერიოდში სათბობი მასალის შესაძენად თბილისის მერიის მიერ გამოყოფილი ვაუჩერები საბურთალოსთან შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ 110 ოჯახს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები