მოზარდმაყურებელთა თეატრში მე-200 „ნაცარქექია“ ითამაშეს

მოზარდმაყურებელთა თეატრში „ნაცარქექიას“ საიუბილეო თარიღი აღინიშნა. 29 ნოემბერს ზღაპარი თეატრში მეორასედ ითამაშეს. გიორგი ნახუცრიშვილის „ნაცარქექიას“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი მსახიობებმა განსხვავებულ ფორმატში შეასრულეს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა სპექტაკლი სამი წლის წინ დადგა. ამ წლების განმავლობაში მოზარდმაყურებელთა თეატრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი სპექტაკლი საიუბილეოდ განსხვავებული და სახუმარო ფორმატით წარდგა მაყურებლის წინაშე. მე-200 „ნაცარქექიაზე“ პატარებმა ყველა შემადგენლობის ყველა დუბლიორი იხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები