“თბილისი მოლთან“ მამაკაცის ცხედარი იპოვეს
დიღომში, “თბილისი მოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია, რომელსაც სავარაუდოდ, თავში ბლაგვი საგანი აქვს ჩარტყმული. მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.