„რატომ არ შეუერთდა საქართველო ევროკავშირის მოზომილ სანქციებს?“

 პარტია “საქართველოს გზის“ ლიდერისთვის სალომე ზურაბიშვილისთვის გაურკვეველია, საქართველო მოლდოვას მსგავსად, რატომ არ შეუერთდა ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ „მოზომილ“ სანქციებს. ამის შესახებ ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
„საკვირველია, რატომ საქართველო – მოლდოვასნაირად – არ შეუერთდა ევროკავშირის საკმაოდ მოზომილ სანქციებს რუსეთის მიმართ… ამ დროს ჩვენ და მოლდოვა ერთი და იგივე დამოკიდებულებაში ვართ ევროკავშირთან და ორივე ველოდებით ასოციაციის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას ახლო მომავალში…. ნუთუ ჩვენ რუსეთს უფრო ვერიდებით, ვიდრე პატარა მოლდოვა, რომელსაც არანაკლები პრობლემები შეუქმნა დიდმა მეზობელმა (ტრანსდნეპრის რესპუბლიკა, გაგაუზთა რეფერენდუმი თუ ეკონომიკური ბლოკადა ჩვენსავით არაფერი დააკლო)?“,- წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები