ბაღდათში გაჩენილი ცეცხლის შედეგად ფერმის ნაწილი დაიწვა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში ხანძარი გაჩნდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მომხდარის შედეგად ფერმის ნაწილი დაიწვა. მათივე თქმით, ხანძრის გაძლიერებას ხელი შეუწყო ფერმაში არსებულმა თივამ, რომელსაც ცეცხლი იოლად მოედო.
ადგილზე მობილიზებული იყო ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახანძრო სიტუაციების მართვის სამსახური. მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება მალევე შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები