ქუთაისში კალათბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)
საკალათბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ქუთაისის საკალათბურთო გუნდი თბილისის დინამოს დაუპირისპირდა.
შეხვედრის მიწურულს ინციდენტი დინამოს სათადარიგო სკამზე მსხდომთა და მაყურებელთა შორის მოხდა. სიტყვიერი შელაპარაკება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
მატჩი ქუთაისის გამარჯვებით 75:64 დასრულდა. წყარო: “რუსთავი 2”.