“ქერჩი – დაკარგული გმირების” პრემიერა გაიმართა
სავაჭრო ქალაქ EAST POINT-ში სერიალ “ქერჩის” პრემიერა გაიმართა. რეჟისორ ლევან დაბრუნდაშვილის “ქერჩი” GDS PRODUCTIONS-ის მიერ არის წარმოებული.
ფილმის სიუჟეტი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და იმ 86 000 ჯარისკაცს ეძღვნება, რომლებმაც ყირიმიდან სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლეს.
“ქერჩის” პირველი 2 სერიის დახურულ ჩვენებას ფილმში მონაწილე მსახიობების გარდა, ომის ვეტერანებიც ესწრებოდნენ, რომელთაც დამსწრე საზოგადოება ოვაციებით და აპლოდისმენტებით შეხვდა.
მაყურებელს სერიალის ნახვა GDS-ის ეთერში 2 დეკემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს, 23:00 საათზე შეეძლება.