მარიკა ვერულაშვილი: ჩემი ხმა ირაკლი შოთაძეს (ვიდეო)

 საქართველოს პარლამენტის მიერ მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დამტკიცების შემდეგ დეპუტატმა მარიკა ვერულაშვილმა განაცხადა, რომ მისი პულტი არ მუშაობდა, რის გამოც ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა ვერ მიიღო. „უკაცრავად ბატონო თავმჯდომარე, ეჭვი მაქვს, რომ არ იმუშავა ჩემმა პულტმა და თუ შეიძლება, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. შოთაძეს ჩემი ხმა”, – აღნიშნა მარიკა ვერულაშვილმა. საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა, რომ პროცედურა დასრულებული იყო და მისი ხმა ვერანაირ ცვლილებას ვერ მოახდენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები