ე.წ. სამხრეთ ოსეთში არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სასჯელი მკაცრდება
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტი სატრანსპორტო საშუალებების არაფხიზელ მდგომარეობაში მართვაზე სასჯელს ამკაცრებს.
როგორც ე.წ. პარლამენტის წევრმა ოლეს კოჩიევამ „სპუტნიკს“ განუცხადა, დღევანელ წესებში ბევრი ისეთი მუხლია, რომელიც მძღოლებს სასჯელის თავიდან აცილების საშუალებას აძლევდა. ასე, მაგალითად, მძღოლს სამი ათასი რუბლის ჯარიმის გადახდის შემთხვევაში ალკოჰოლზე შემოწმებისგან თავის არიდება შეეძლო, მაშინ, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის 20 ათასი რუბლის ჯარიმაა გათვალისწინებული.
„ახლა ჩვენ გვსურს ამ ორი ნორმის გაიგივება, თუ მძღოლმა ასეთ შემოწმებაზე უარი განაცხადა, მან ისევე, როგორც არაფხიზელ მგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში, 20 ათასის ჯარიმა უნდა გადაიხადოს“, – განაცხადა კოჩიევამ.
კანონის ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში მძღოლს 18 თვიდან ორ წლამდე მართვის უფლების ჩამორთმევა ემუქრება. იმ შემთხვევაში, თუ ის მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემდეგაც საჭესთან დაჯდა, მძღოლი 10-დან 15-მდე დღე-ღამის პატიმრობით ან 30 ათასი რუბლის ჯარიმით დაისჯება.