რუსეთმა თურქეთთან უვიზო მიმოსვლა გააუქმა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქეთთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ეს გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გართულების ფონზე მოხდა. ლავროვის თქმით, უვიზო მიმოსვლა 2016 წლის 1 იანვრიდან შეწყდება. ანკარასა და მოსკოვს შორის კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 24 ნოემბერს თურქულმა ავიაგამანადგურებელმა თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო, რომელმაც მისი საჰაერო სივრცე დაარღვია.